
გვთავაზობთ 25 საფეხბურთო-კულტურულ განსხვავებას იტალიურსა და ინგლისურ ფეხბურთს შორის. მოედანზე : 1)იტალიაში უიკენდებზე თამაშების გარემო ეკლესიას გავს, ინგლისში - პაბს. 2)იტალიაში პასტა და წითელი ღვინო არის წინასამატჩო წასახემსებელი,ინგლისში - ჰამბურგერი,ჩიფსი და ლუდი. 3)იტალიაში პოლიცია საშუალებას მოგცემს ავტობუსს ფორთოხლები ესროლო,ინგლისში ამის გამო ციხეში წახვალ. 4)იტალიელი ფანები საზღვარგარეთ კარგად იქცევიან და სახლში არიან შეუჩერებლები,ინგლისელები სახლში იქცევიან კარგად,საზღვარგარეთ გიჟდებიან. 5)ინგლისში გულშემატკივრები სკამებზე სხედან,იტალიაში გულშემატკივრები სკამებს იარაღად იყენებენ. 6)ინგლისში დაცვა უყურებს ბრბოს,რამე რომ არ ჩაიდინოს.იტალიაში დაცვა თამაშებს უყურებს. 7)ინგლისში თამაშისას რამის ჭამა თუ მოგინდება,უნდა წახვიდე მოედნის ბარში და იყიდო რამე.იტალიაში საჭიროა დაუყვირო იქვე გამყიდველს "ბიბიტაროო" და ფული ესროლო,დანარჩენს გამყიდველი მოახერხებს და მოგიტანს. 8)ინგლისში თუკი ხარ სწრაფი,ძლიერი და შეუჩერებლად შეგიძლია ითამაშო 90 წუთი,შენ დიდებული ფეხბურთელი ხარ,მიუხედავად იმისა გაქვს ვირისავით ტექნიკური რომც იყო.იტალიაში თუკი ტაქტიკურად და ტექნიკურად ბრწყინვალე ხარ,შენ კარგი მოთამაშე ხარ,მიუხედავად იმისა,რომ სიჩქარე და მობილიზება კუსავით გქონდეს. 9)ინგლისში, თუკი "SKY Sports" - სატელევიზიო არხი, ამბობს რომ პიტერ კრაუჩი მსოფლიოში საუკეთესოა,მთელ ინგლის სჯერა, რომ ეს ასეა.იტალიაში კი თუკი "SKY Italia" ამბობს რომ სიმონე ლორია საუკეთესო მცველია,მაშინ მთელი ქვეყანა ამტკიცებს იმას,რომ საკაბელო ტელევიზია ცდება და სისულელეებს ამბობს. 10)იტალიაში მსაჯის გადაწყვეტილებები მიიჩნევა,როგორც თამაშის მთავარი შემადგენელი ნაწილი.ინგლისში ეს უბრალოდ fair play -დ მიაჩნიათ და ფიქრობენ რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. 11)იტალიაში დაცვითი სტილი არის ხელოვნება, ინგლისში დაცვითი სტილი ანტი-ფეხბურთი ჰგონიათ. 12)იტალიაში,როცა გუნდი 3-0 დამარცხდება,ფეხბურთელები განადგურებულები არიან,გულშემატკივრები ყველაზე ცუდი ფეხბურთელის მანქანას ანგრევენ და შეიჭრებიან მეორე დღის გუნდის ვარჯიშზე.ინგლისში როცა გუნდი აგებს თუნდაც 8-0 ფეხბურთელები აგრძელებენ ბრძოლას 90-ე წუთამდე თითოეული ბურთისთვის და ამ დროს გულშემატკივრები მთელი შემართებით მაინც მღერიან და გულშემატკივრობენ. 13)ინგლისში ცუდი მსაჯი არის არაკომპეტენტური,იტალიაში ცუდი მსაჯი კორუმპირებულია. 14)ინგლისში კვირის ბოლოს საფეხბურთო შოუები აჩვენებენ 99% თამაშების მიმოხილვებს და 1%-ს ანალიზს,იტალიაში 1%-ს მიმოხილვას და 99% ს ანალიზს (ან შენელებულ კადრებს და შეტევებს ). 15)ინგლისში პრეზიდენტები არჩევენ ჩრდილქვეშ ყოფნას და ბიზნესის წარმოებას,იტალიაში გუნდის პრეზიდენტები აშკარად ერთვებიან ყველაფერში და ხშირად ჩანან პრესაშიც. მოედნის გარეთ : 16)იტალიაში გამოძალვა და კორუფცია ცხოვრების ნაწილია.ინგლისში ეს საზიზღრობად ითვლება. 17)ინგლისში უდანაშაულო ხარ იქამდე სანამ არ დაგიმტკიცებენ დანაშაულს.იტალიაში შენ უკვე დამნაშავე ხარ დამტკიცებამდეც. 18)იტალიაში ბავშვები პირველად სასმელს იღებენ 9 თვის როცა არიან და სწავლობენ რომ პატივი უნდა სცენ და ისიამოვნონ ლიქიორით.ინგლისში აკრძალულია,რომ ბავშვმა 18 წლამდე ალკოჰოლი მიიღოს და ხშირ შემთხვევაში ეს აკრძალვა სრულდება კიდეც. 19)იტალიაში შვილები კონტროლდებიან დედებისგან 40 წლის ასაკამდე,ინგლისში კი 16 წლის ბავშვებსაც აქვთ ცალკე სახლი და ცალკე ცხოვრება. 20)იტალიელი კაცები 11 წლის ასაკში იპარსავენ წვერს,ინგლისში კი 18 წლამდე არ იპარსავენ წვერს და შემდეგ იცდიან 5 წელი რომ გაიზარდოს წვერი და შემდეგ გაიპარსონ. 21)ინგლისში პუნქტუალურობა და დროის არ ფლანგვა ყველაზე მნიშვნელოვანია.იტალიაში დროით მისვლა ნიშნავს 30 წუთით დაგვიანებით მისვლას. 22)იტალიაში მატარებლით მგზავრობისას არავინ ყიდულობს ბილეთს,ინგლისში კი ყველა ყიდულობს,მიუხედავად იმისა,რომ ფასი ძალიან გაზრდილი იყოს და ტაქსით მგზავრობაც კი უფრო იაფი ჯდებოდეს. 23)ინგლისში კანონის დარღვევა რაღაც ახალს,უცნაურს ნიშნავს,იტალიაში კანონის დარღვევა უბრალოდ გართობაა. 24)იტალიელები როცა დასასვენებლად მიდიან დაწვებიან მზეზე და დაიწვებიან.ინგლისელები კი ამ ყველაფერს ითვალისწინებენ. 25)იტალიაში სპორტულად ჩაცმა არაა მოდური,ინგლისში სპორტულად ჩაცმა ძალიან მოდურად ითვლება.
|