|
შაბ, 2025-07-05, 0:30 AM მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2009 » აპრილი » 2 » უაზრო გამონათქვამები
10:28 PM უაზრო გამონათქვამები |
* * * 5000 დოლარი - ამ ფასად შეიძლება უკრაინაში ”ოქროს ბურთის” ყიდვა... კიეველი იუველირების მიერ დამზადებული ოქროს ბურთი ნატურალური ზომისაა და 2.2 კგ-ს იწონის. მას შემდეგ, აც უკრაინელთა ”ოქროს ბიჭინამ”, ანდრეი შევჩენკომ ”ნამდვილი” ”ოქროს ბურთი” მოიპოვა, კიეველ იუველირებს სამახსოვრო პრიზის მთხოვნელების რიცხვი 10-ჯერ გაეზარდათ. * * * როცა გასულ წელს ზიმბაბვეს ნაკრებმა შინ 0:0 ეთამაშა სალვადორის ეროვნულ გუნდს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს თამაში სიტორიაში შევიდოა, როგორც ”კოლუმბიური აფერა”. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ზიმბაბვურ გაზეთ ”ჰერალდის” ჟურნალისტმა აწარმოა გამოძიება, რომლის დროსაც დამტკიცდა გამაოგნებელი რამ: სალვადორის ნაკრები დაკომპლექტებული იყო არაპროფესიონალებით და არაფეხბურთელებითაც კი. უმბერტო ტორესმა, სალვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ყველაფერი მატჩის ორგანიზატორებს დააბრალა. ორგანიზატორი კი, კოლუმბიელი ხორხე გონსალესი, აცხადებს, რომ ის თავად გააცურეს. საბოლოოდ გამოირკვა, რომ ეშმაკმა კოლუმბიელმა სალვადორის მთელე დელეგაცია 5000 დოლარად დაიტანხმა, ამიტომაც წარმოადგენდნენ ლათინოამერიკელთა უმრავლესობას უმუშევრები!!! * * * ინგლისური ”ვულვერჰემპტონის” გულშემატკივრების ”გინესის რეკორდების წიგნში” შეყვანას ითხოვენ. როგორც გამოკითხვის შედეგად გაირკვა, თითოეული მათგანი დღეში საშუალოდ 3,5 საათის განმავლობაში ფეხბურთს უყურებს, არა აქვს მნიშვნელობა სტადიონზე თუ ტელევიზორში. ”ვულვზის” მამაკაცი ფანების უმეტესობა უფრო შორსაც წავიდნენ. მათი მტკიცებით, სიყვარული ბურთისადმი უფრო დიდია, ვიდრე ცოლებისადმი! რაც შეეხება მანდილოსან ფანატთა არმიას, მათი საერთო აზრი ასეთი იყო: ”რა დროს ოჯახია, როდესაც ”ვულვერჰემპტონი” თამაშობს”. * * * სამედიცინო პრაქტიკის ისტორიაში მეტად საკვირველი რეცეპტი გამოუწერა ბირმინგემული კლინიკის ექიმმა, უილ კერიმ ვინმე როი ფლეტჩერს. ეს უკანასკნელი ადგილობრივი გუნდების თამაშებს უნდა დაესწროს. როგორც გაირკვა, 48 წლის ფლეტჩერს ჰიპერტონია (სისხლის დაბალი წნევა) აწუხებს. ექიმის აზრით, სტადიონის ატმოსფერო და ქომაგობისას მღელვარება ხელს შეუწყობს პაციენტის გამოჯანმრთელებას
|
ნანახია: 1148 |
დაამატა: Gunner
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|
|